ტელ: 599-536-756
სამუშო საათები: 09:00 - 18:00

კარის მონტაჟი - 25012017

მოდელის სრული კონსტრუქცია დამზადებულია ხისგან, შედგება 5 სმ სისქის ხის შემკვრელებისგან შუა სივრცე ამოვსებულია ფიჭის დახმარებით. კონსტრუქციაზე ორივე მხრიდან დაწებებულია 8 მმ სისქის მდფ-ის ლამინირებული პანელი. 


ორფრთიან მოდელს აქვს დახურული გული და ბორტებზე დამატებულია სპეციალური ჩამკეტი რადგან კარებებს შორის არ იყოს ცარიელი სივრცე. მოძრავი კარის საკეტი ამოჭრილია მხოლოდ სახელურზე, კონკრეტულ მოდელს არ აქვს ჩაკეტვის ფუნქცია. ნახევრად მოძრავი კარის სპეციალური დამჭერების საშუალებით დაფიქსირებულია ზედა ჩარჩოზე და იატაკზე, დამჭერების მოშვებით ხდება მისი განთავისუფლება და მოძრაობაში მოყვანა.


ერთფრთიანი მოდელი არის გადასული ტიპის კარს ისევე როგორც ჩარჩოს აქვს ამოჭრილი დამატებითი ბორტები, შედეგად არ ჩანს კარს და ჩარჩოს შორის არსებული სივრცე, რომელშიც ასევე გამოყენებულია საიზოლაციო რეზინი, რბილი დაკეტვის მისაღებად.


კარი არის საშუალო სიმძიმის სასურველი შედეგის მისაღებად მოითხოვს სამი პეტლის დაყენებას, შედეგად მყარად ფიქსირდება იზოლაციის  რეზინთან და არ განიცდის დეფორმაციას.


ჩარჩოები დამზადებულია 3x4 სმ სისქის ხისგან გადაკრული აქვს ლამინირებული მდფ საერთო სისქე არის 5x10 სმ.


საპირეები არის ტელესკოპური დამზადებულია 8 მმ სისქის მდფ-ისგან სიგანე 7 სმ, სამაგრი ბორტის სიგანე 4 სმ ფარავს მაქსიმუმ 16 სმ სისქის კედელს


გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის მ.დ.ფ -ის შიდა კარის მონტაჟს.

კორპორაციულ კლიენტებთან მოქმედებს მნიშვნელოვანი შეღავათები.

დეტალური ინფორმაციისთვის:

დაგვიკავშირდით: 599-536-756

დათვალიერება 87 თარიღი 22 მარტი 2023 მომწონს 1 არ მომწონს 0

ბეჭდვა გასაჩივრება

კომენტარები (0)

ინფორმაცია
თქვენ მიეკუთვნებით ჯგუფს სტუმარი, საიტზე კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.