www.wol.ge / კარების მონტაჟი - 03022017

კარების მონტაჟი - 03022017

მოდელის კონსტრუქცია სრულად დამზადებულია ხისგან. ორივე მხრიდან გადაკრული აქვს 4მმ სისქის მდფ. ამ ტიპის კარი არის სრულად მასიური, გულში არ გამოიყენება ფიჭა ან სხვა ტიპის მასალები სიცარიელის შესავსებად. სივრცე სრულად შევსებულია მდფ-ით ან ხის მასალით შედეგად კარი არის საკმაოდ მძიმე, არ იღუნება და გამოირჩევა როგორც სიმტკიცით, ასევე ხმის იზოლაციით.


მოდელი არის გადასული ტიპის კარს ისევე როგორც ჩარჩოს აქვს ამოჭრილი დამატებითი ბორტები, შედეგად არ ჩანს კარს და ჩარჩოს შორის არსებული სივრცე, რომელშიც ასევე გამოყენებულია საიზოლაციო რეზინი, რბილი დაკეტვის მისაღებად.



ეს კონკრეტული მოდელი  შეღებილია ერთფერში, მდფ ის პანელი ორივე მხრიდან ამოფრეზილია რუტერის დახმარებით.


ამ სიმძლავრის მქონე კარს აუცილებლად სჭირდება ძლიერი ჩარჩო შესაბამისად ჩარჩოს სისქე არის 5სმ ასევე დამზადებულია ხისგან და ირგვლივ აკრავს მდფ, იმისათვის რომ მოხდეს საღებავის იდეალური განაწილება. ჩარჩოს ირგვლივ აკრავს საიზოლაციო რეზინა, რომელიც უზრუნველყოფს რბილ კეტვას.


საპირეები არის ტელესკოპური დამზადებულია მდფ-ისგან, და შეღებილია მაღალი ხარისხის საღებავით.


საკეტი დამონტაჟებულია იტალიური ბრენდი AGB, აქვს მყარი პლასტმასის დეტალები, რბილი კეტვა, მინიმალური ხმა და გამოირჩევა გამძლეობით.



22-03-2023, 17:36
უკან დაბრუნება